ერთადერთი ავტორიზებული წარმომადგენელი
„ჯი-თი გრუპი“ არის BYD-ის ერთადერთი ავტორიზებული დილერი საქართველოში — საერთაშორისო დონის გამოცდილება ბრენდის სტანდარტების სრული დაცვით
სანდო პარტნიორი ნებისმიერ გზაზე
დღეს კომპანია ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს კომერციული, სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო და საზღვაო ტექნიკის, ასევე მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა და სერვისის მიმართულებით. კომპანია მუდმივად აფართოებს საქმიანობის არეალს და მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციასა და მომსახურებას ისეთი ბრენდებით, როგორიცაა Castrol, Ford Trucks, IVECO, New Holland და სხვები
2026 წლიდან „ჯი-თი გრუპი“ BYD-ის ერთადერთი ოფიციალური დილერია საქართველოში — განახლებადი ენერგიის ავტომობილების (NEV) უმსხვილესი მწარმოებლისა და მსოფლიო ლიდერის ერთადერთი ავტორიზებული წარმომადგენელი საქართველოში. ამ პარტნიორობით „ჯი-თი გრუპი“ ბაზარზე ამკვიდრებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გაყიდვებისა და სერვისის გამოცდილებას და BYD-ის მფლობელებს სრულ ოფიციალურ გარანტიას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და მაღალი დონის გაყიდვების შემდგომ მომსახურებაზე წვდომას სთავაზობს

„ჯი-თი გრუპი“ არის BYD-ის ერთადერთი ავტორიზებული დილერი საქართველოში — საერთაშორისო დონის გამოცდილება ბრენდის სტანდარტების სრული დაცვით
ყოველი ავტომობილის მფლობელი უზრუნველყოფილია ოფიციალური გარანტიით, ორიგინალი სათადარიგო ნაწილებითა და კვალიფიციური ტექნიკური გუნდის მუდმივი მხარდაჭერით
BYD-ის პორტფელი აერთიანებს Blade Battery-ის უსაფრთხოების სტანდარტს, ულტრათანამედროვე ციფრულ ინტერფეისსა და სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიას — რის გამოც ბრენდი ინარჩუნებს ლიდერობას განახლებადი ენერგიის ავტომობილების მსოფლიო ბაზარზე
„ჯი-თი გრუპი“ ორ ათეულ წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს
სერვისი და ხარისხი
ჩვენთვის ავტომობილის შეძენა მომხმარებელთან ურთიერთობაში მხოლოდ დასაწყისია. „ჯი-თი გრუპი“, საავტომობილო სექტორში დაგროვილი 20+ წლიანი გამოცდილებითა და თანამედროვე ტექნიკური ინფრასტრუქტურით, BYD-ის თითოეულ მფლობელს სრულ სიმშვიდეს უქმნის. როგორც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, ჩვენ არამხოლოდ გთავაზობთ ავტორიზებულ მოდელებს, არამედ სრულად ვუზრუნველყოფთ მწარმოებლის ქარხნულ საგარანტიო პირობებს, სერტიფიცირებულ ტექნიკურ მომსახურებასა და ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მუდმივ ხელმისაწვდომობას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
BYD საქართველოში
2026 წლიდან „ჯი-თი გრუპი“ საქართველოში მსოფლიო ტექნოლოგიური ლიდერის - BYD-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა. ეს პარტნიორობა საავტომობილო ინდუსტრიისთვის განვითარების კიდევ ერთი ახალი, ინოვაციური შესაძლებლობების დასაწყისია, რომლითაც უახლესი ელექტრო და პლაგ-ინ ჰიბრიდული ტექნოლოგიები „ჯი-თი გრუპის“ მრავალწლიან გამოცდილებასთან, საავტომობილო ოპერაციების მაღალ კულტურასა და მომხმარებლისადმი გრძელვადიან ერთგულებასთან ერთიანდება. ქართველ ავტომოყვარულებს უკვე შეუძლიათ აღმოაჩინონ ეკოლოგიური და ჭკვიანი საავტომობილო გადაწყვეტა საიმედო ადგილობრივი პარტნიორის მხარდაჭერით, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალე გაყიდვებს, პროფესიონალურ კონსულტაციას, სრულფასოვან საგარანტიო პირობებს, ავტორიზებულ სერვისსა და ორიგინალი ნაწილების უწყვეტ ხელმისაწვდომობას
20+
წლის გამოცდილება
1999
საქმიანობის დასაწყისი
მომავლის მობილობა
BYD-თან პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ჯი-თი გრუპის“ უცვლელ მისწრაფებას - შემოიტანოს მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიის უახლესი მიღწევები საქართველოს ბაზარზე. BYD-ის ელექტრო და პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილები გაძლევთ თავისუფლებას, აირჩიოთ თქვენთვის იდეალური, ეკოლოგიური და ეკონომიური გადაადგილების გზა. ჩვენ „ჯი-თი გრუპი“ კი უწყვეტად შევეცდებით ეს პროგრესული ტექნოლოგია თითოეული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მარტივი გავხადოთ - ავტორიზებული გაყიდვების, პროფესიონალური კონსულტაციისა და მფლობელობის გრძელვადიანი, საიმედო მხარდაჭერის მეშვეობით
2026
BYD-ის ოფიციალური პარტნიორობა საქართველოში
“„ჯი-თი გრუპისთვის“ BYD-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი ავტომობილების იმპორტი. ეს არის ჩვენი დაპირება - ქართველ მომხმარებლებს უწყვეტად შევთავაზოთ უახლესი თაობის საავტომობილო ტექნოლოგიები, რომელთა უსაფრთხოებასა და გამართულობას მრავალწლიანი გამოცდილებით, პროფესიული სერვისითა და საიმედო მხარდაჭერით განვამტკიცებთ”